რატომ გაითიშა ელექტროენერგია საქართველოში - "სახელმწიფო ელექტროსისტემა" განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ განცხადებას ავრცელებს:

"დღეს, 14 ივნისს, 14:00 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო" - აღნიშნულია ინფორმაციაში.