რატომ იყენებს საპატრიარქო ბავშვებს ასე?! - გიორგი თაბაგარი

"რატომ იყენებს საპატრიარქო ბავშვებს ასე?!" - "თბილისი პრაიდის" დირექტორი გიორგი თაბაგარი საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ მორიგ განცხადებას ეხმარურება, საიდანაც ირკვევა, რომ საპატრიარქო 5 ივლისის აქციაზე ბავშვებსაც მიიყვანს. 

"ღირსების მარშის" ორგანიზატორი განცხადებას სოციალური ქსელით ეხმაურება.

"თუ ვინმე რყვნის ბავშვებს ამ ქვეყანაში, ეს მორალურად გაბანკროტებული ინსტიტუციაა!", - წერს გიორგი თაბაგარი. 

"მოგიწოდებთ ყველა ბავშვს, განსაკუთრებით 18 წლამდე ასაკისას, ორშაბათს, 5 ივლისს, 17:00 სთ.-ზე, გამოდით რუსთაველზე და ერთად დავიცვათ ჩვენი უფლებები, ჩვენი მშობლები, ჩვენი ახლობლები შეურაცხყოფებისა და ძალადობისაგან", - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.