რატომ უთხრა საქართველომ ისრაელს უარი პრეპარატის გამოცდაზე - ტიკარაძის განმარტება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რატომ ვერ მოხდა ისრაელში წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოცდა საქართველოში.

„არ წარმოადგენდა სანდო პრეპარატს. მათ ვერ წარმოადგინეს საკმარისი დოკუმენტაცია, რათა გვქონოდა საფუძველი პრეპარატის საქართველოში გამოსაცდელად. საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ მივიღეთ, როგორც სანდო პრეპარატი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.