რატომ ვერ მოხერხდა ინფიცირებული პაციენტის გადარჩენა - კლინიკის განცხადება

კორონავირუსით გარდაცვლილი 37-ე პაციენტი ქუთაისში, კლინიკა "ბომონდის" კოვიდცენტრში მკურნალობდა.

69 წლის მამაკაცი კლინიკაში კატასტროფის ბრიგადამ 23 სექტემბერს შეიყვანა. მას თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა, იყო ჟანგბად დამოკიდებული, ჰქონდა გულის და თირკმლის დაავადებები.

"პაციენტს დადასტურებულ ინფექციასთან ერთად, აღენიშნებოდა ფილტვის ქრონიკული დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობა, არითმია. ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა,"- განმარტავს "კლინიკა ბომონდის" კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.

კოვიდცენტრში ამ დროისათვის 80-მდე პაციენტი გადის მკურნალობას. ბოლო 24 საათში კლინიკიდან 30-ზე მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა.