რამდენ ხანს მოგვიწევს პირბადის ტარება - იმნაძის კომენტარი

ნიღაბი და დისტანცია არსად წავა კარგა ხანს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, აღნიშნული რეგულაციების დაცვა მოსახლეობას 2021 წლის ბოლომდე მოუწევს.

,,2021 წლიდან ასეთ რეჟიმში ნამდვილად არ ვიქნებით, ზაფხულშიც არ ვიქნებით ალბათ, უბრალოდ, ნუ დაგვავიწყდება, რომ მომავალი წლის ზამთრამდეც, შესაძლოა, ნიღაბი და დისტანცია არსად წავიდეს, მაგრამ შეზღუდვები აღარ იქნება", - განაცხადა პაატა იმნაძემ.  

ცნობისთვის, საქართველოში დაწესებული რეგულაციების თანახმად, პირბადის ტარების წესის დარღვევა 20 ლარით ჯარიმდება.