"რედისონის" მენეჯერი - ხანძარი ლოკალიზებულია

წინანდალში, სასტუმრო „რედისონში" გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა ელენე ოთარაშვილმა განუცხადა. 

მენეჯერის განმარტებით, ამ დროისთვის სასტუმროს ყველა სტუმარი და თანამშრომელი უსაფრთხოდაა და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ელენე ოთარაშვილის ინფორმაციით, ხანძარი სასტუმროს მე-5 სართულზე, საუნაში გაჩნდა და ზარალი უმნიშვნელოა.