რელიგიის საკითხთა სააგენტო მოქალაქეებს წმინდა ოჯახის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და საქართველოს კათოლიკე მოქალაქეებს წმინდა ოჯახის დღესასწაულს ულოცავს.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნული დღე, როგორც ლიტურგიული დღესასწაული, შობის მომდევნო კვირა დღეს აღინიშნება.

"წმიდა ოჯახი ყოველი ქრისტიანისათვის სიყვარულისა და თანხმობის ნიმუშია, დღესასწაული აღნიშნავს ოჯახს ნაზარეთში (იოსები, მარიამი, იესო), სადაც იესომ დაახლოებით, 30 წელი იცხოვრა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.