რელიგიური კონფესიების ბევრი წარმომადგენელი უკვე იტესტება - იმნაძე

ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებს შეეთავაზათ ტესტრიება და ძალიან ბევრი მათგანი უკვე იტესტება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

იმნაძის თქმით, უფასო ტესტირება ტაქსის მძღოლებსაც შესთავაზეს, თუმცა ეს სავალდებულო იქნება თუ არა მათთვის მერიამ უნდა გადაწყვიტოს. 

"ტაქსის მძღოლებთან დაკავშირებით, მერია გადაწყვეტს სავალდებულო იქნება, თუ არა ტესტირება, ჯერ-ჯერობით ეს არის შეთავაზება მათთვის, რომ შეუძლიათ გამოაკრან "კორონა თავისუფალი" ტაქსი და ეს რეკლამადაც შეიძლება გამოიყენონ. სხვათაშორის,  ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებს შეეთავაზათ ტესტრიება და ძალიან ბევრი მათგანი უკვე იტესტება", - განაცხადა პაატა იმნაძემ.