რესპუბლიკის მოედანზე კონცერტი მიმდინარეობს - PHOTO

ამ წუთებში თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, კონცერტი მიმდინარეობს. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე ესწრება. წარმოდგენის რეჟისორი ნიკოლოზ შველიძეა, კომპოზიტორი მიხეილ მდინარაძე. ღონისძიებაში ცნობილი მომღერლები, მუსიკალური ჯგუფები და ნინო ანანიაშვილის ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლა მონაწილეობს.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, ზუსტად 21:00 საათზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართება.