რესპუბლიკური საავადმყოფო დღეიდან მხოლოდ კოვიდდადასტურებულ პაციენტებს მიიღებს

ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა (რესპუბლიკური საავადმყოფო) დღეიდან მხოლოდ კოვიდდადასტურებულ პაციენტებს მიიღებს.

როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი დევი ტაბიძე აცხადებს, სტაციონარი უკვე მთლიანად დაიცალა და დილიდან ცხელების სიმპტომებით პაციენტებს არ მიიღებს.