რესპუბლიკური საავადმყოფოდან 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა

რესპუბლიკური საავადმყოფო ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა, - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, კლინიკაში კიდევ 6 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

,,ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა კლინიკიდან. დღეს 6 პაციენტს რეტესტირება უტარდება, გუშინ გაკეთებული ტესტებით აღმოჩნდა, რომ 6 ტესტის პასუხი კორონავირუსზე ნეგატიურია, თუ ამ პაციენტებზე მოვიდა ისევ უარყოფითი პასუხი, მათაც ხვალ გავუშვებთ სახლში", - განაცხადა ლევან გოფოძემ. 

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისათვის დაკვირვების ქვეშ იმყოფება 64 პაციენტი, მათგან 47 კოვიდინფიცირებულია.