,,კლანის მოსამართლეები"- უზენაეს სასამართლოსთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს

პირველი სამუშაო დღე პროტესტის ფონზე. უზენაეს სასამართლოსთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ აქცია-პერფომანსი მოაწყეს და პროტესტის ნიშნად სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს, რომელსაც „კლანის მოსამართლეები“ ეწერა.

მათ ამ ფორმით, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართეების დამტკიცება გააპროტესტეს. 

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 19 კანდიდატიდან 14 მოსამართლე დაამტკიცა.