კახეთში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა - არიან დაშავებულებიც

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

თელავი-ყვარელის გზაზე მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

ავარიისას 23 წლის ბიჭი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. 

მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. 

report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით ადგილზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიციის ეკიპაჟები.