რიკოთის გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

რიკოთის ავტომაგისტრალის ერთ-ერთი გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ. 

მეორე დღეა, 40-მდე ადამიანი ხელფასების მომატებას ითხოვს. როგორც დასაქმებულები ამბობენ, მათ მუშაობა გაუსაძლის პირობებში უწევთ.

როგორც გაფიცულები ამბობენ, მათი დღიური ანაზღაურება 22 ლარია, ისინი ხელფასების 10 ლარით მომატებას ითხოვენ. 

ამ დროისათვის მე-9 გვირაბის სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია.

როგორც ჩინური კომპანიის ადმინისტრაციაში აცხადებენ, თანამშრომლების მოთხოვნების დაკმაყოფილების რესურსი არ აქვთ.