რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

რიკოთის საუღელტეხილო გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გვირაბში მოძრაობა 28 იანვრის 22:00 საათიდან, 15 წუთის განმავლობაში შეიზღუდება. 

"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, ჩუმათელეთი-ხევის I ლოტის მშენებლობის ფარგლებში, დეპარტამენტის კონტრაქტორ ორგანიზაცია ,,ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო-საინჟინრო კორპორაცია“ - საქართველოს ფილიალს ესაჭიროება 143-ე კმ-ზე მდებარე საავტომობილო გვირაბში საბურღი მანქანის გატარება.

მისი გაბარიტებიდან გამომდინარე, საჭიროა ამ დროს გვირაბში ავტოტრანპსორტის მოძრაობის გაჩერება 15 წუთით - 2021 წლის 28 იანვრის 22:00 საათიდან 22:15 საათამდე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.