რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო გზა გადაიკეტა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 155-ე კილომეტრთან ფერდზე მიწის ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც ნაწილობრივ ჩაკეტა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი.

ამ დროისათვის ავტოტრანსპორტის გადაადგილება მიმდინარეობს ერთ ზოლზე.

მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები საავტომობილო მიმოსვლის უმოკლეს დროში აღდგენის მიზნით.