რიკოთთან მიკროავტობუსი ამობრუნდა

რიკოთის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ ბორითის მონაკვეთზე მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დამცავ ჯებირს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომანქანა ამობრუნდა. 

შემთხვევის დროს 2 მგზავრი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.