რისთვის დაჯარიმდა ოთარ ფარცხალაძე?

ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის დაჯარიმდა. ამის შესახებ განცხადება პარლამენტში მისულმა პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ, "ევროპული საქართველოს" წევრის, ირმა ნადირაშვილის საპასუხოდ გააკეთა.

„ფარცხალაძის მაგალითზე რა კომენტარი უნდა გაგიკეთოთ? დააშავა? დაჯარიმდა, გადაიხადა, ეგეთი ბევრი დაჯარიმდა, 9 000 ჯარიმა იყო...” - განაცხადა პრემიერმა.