რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს

საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს, - ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.

"გაზრდილი მგზავრთა ნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 12 მაისს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს. გაითვალისწინეთ, რომ ბილეთები უკვე გაყიდვაშია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.