როგორია კოვიდინფიცირებული 10 თვის ბავშვის ჯანმრთელობა

10 თვის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სტაბილურია. 

ექიმების ინფორმაციით, ბავშვს ვირუსი მსუბუქი ფორმით აქვს და ცხელებაც არ აღენიშნება. 

რაც შეეხება პაციენტის დედას, მისი ტესტის პასუხი კორონავირუსზე ხვალ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა.

ინფიცირების წყაროს დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ამ დროისთვის სოფელში ეპიდემიოლოგები მუშაობენ.