როდესაც ჯანმრთელობაზე მეკითხებიან, ვეუბნები ექიმს კითხონ - მამა ილია

არქიმანდრიტი ილია თოლორაია ვაქცინაციის შესახებ ინტერვიუში ამბობს, რომ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ექიმის მოვალეობაა, ხოლო სულიერებაზე - მოძღვრის. ამის შესახებ მან მას შემდეგ გააკეთე კომენტარი, რაც ვაქცინაციის ამსახველი ფოტო Facebook-ზე გამოაქვეყნა და მას დიდი კრიტიკა მოჰყვა.

"ბევრი ადამიანი მეკითხებოდა, აცრასთან დაკავშირებით რას ვფიქრობდი ან ავიცერი თუ არა. როდესაც აცრა გავიკეთე, ამ ადამიანებისთვის უნდა გამეცა პასუხი და ფოტო დავდე. ჩემი მხრიდან არანაირი მოწოდება ადამიანების მიმართ, რომ "გინდა თუ არა უნდა აიცრათ" ან რაღაც ასეთი ჩემი მხრიდან არ ყოფილა. 

როდესაც ადამიანი მოდის ჩემთან და ფიზიკურ ჯანმრთლობაზე მეკითხება რამეს, ასეთ დროს მე ვეუბნები, რომ მივიდეს და ექიმს კითხოს. აი, სხვა რაღაცები, სათნოებაზე, ლოცვაზე, მარხვაზე, რაც წამიკითხია, რაც ვიცი, ამაზე გაგცემ პასუხს, მაგრამ იმაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. ვაქცინა რომ გავიკეთე ესეც იმით იყო გამოწვეული, რომ ექიმებს როცა ვკითხე და მათ დავუჯერე. ვფიქრობ, რომ ასეთ დროს უნდა დავუჯეროთ ექიმებს", - განაცხადა მამა ილიამ.