როდის დაიწყება Sinovac-ით ვაქცინაცია - ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროში ვაქცინაციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე AstraZeneca-ზე ასაკის დაწევასა და Sinovac-ით ვაქცინაციის დაწყების საკითხებზე იმსჯელებენ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ვაქცინაზე მოთხოვნილება სჭარბობს მიწოდებას, რაც უნდა დაბალანსდეს.

"დღეს სამინისტროში ვაქცინაციის საბჭო გაიმართება, სადაც განხილული იქნება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის AstraZeneca-ზე ასაკის დაწევის და Sinovac-ის ადმინისტრირების დაწყების საკითხი. დღევანდელ ეტაპზე უკვე მოთხოვნილება სჭარბობს მიწოდებას და ჩვენ ეს როგორმე უნდა დავაბალანსოთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.