როდის გამოცხადდება ჩაწერა Pfizer-ის მეორე დოზაზე - გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს მოსახლეობას ექნება საშუალება, Pfizer-ის მეორე დოზით ასაცრელად დარეგისტრირდნენ.

"დაახლოებით ოთხშაბათს ან ხუთშაბათს გამოცხადდება ასევე ჩაწერა მოსახლეობისთვის Pfizer-ის მეორე დოზებზე, ანუ ვინც პირველი გაიკეთა. მოგეხსენებათ, სამი კვირიდან, 21 დღიდან 28 დღის ინტერვალში კეთდება მეორე დოზა და მოსახლეობას ეცოდინება უკვე, რომ ისევ იმ დაწესებულებაში, სადაც პირველი დოზა გაიკეთა, უნდა დაჯავშნონ ადგილი და მივიდნენ. გაიხსნება ოთხშაბათს ან ხუთშაბათს და ეცნობება მოსახლეობას, რომლებსაც ექნებათ საშუალება, დაჯავშნონ და დაგეგმონ მეორე აცრის კალენდარი", - განაცხადა გამყრელიძემ.