როდის მოიხსნება კომენდანტის საათი - გამყრელიძის განმარტება - VIDEO

ეპიდსიტუაცია თუ ასეთი სტაბილური იქნა, შემდეგ ეტაპზე კომენდანტის საათის მოხსნის საკითხიც განიხილება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დღეს შეზღუდვების  მოხსნის კიდევ ერთი ეტაპი დაიწყო და ეპიდსიტუაციის შეფასებას 10-14 დღე დასჭირდება. 

"ეპიდსიტუაციას ვაკვირდებით. თუ ასეთი სტაბილური იქნა, შემდეგ ეტაპზე  შეიძლება ეს საკითხიც განვიხილოთ. დღეს, შემსუბუქების კიდევ  ერთი ეტაპი დაიწყო. ყოველი შემსუბუქების შემდეგ 10 -14 დღე უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას და შემდეგ ეტაპზე ეს საკითხიც განიხილება. დარწმუნებული ვარ, ესეც შემსუბუქდება, ოღონდ, ეპიდვითარების სტაბილიზაციის შესაბამისად, - განაცხადა გამყრელიძემ. 

ცნობისთვის, დღეიდან საქართველოში გარკვეული შეზღუდვები მოიხსნა. 15 მარტიდან, სპორტული დარბაზები, განსაზღვრული რეგულაციების დაცვით გაიხსნა. სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგება. განახლდება სასკოლო წრეები.