როდის მოიხსნება ტაქსებში 3-ზე მეტი პირის ყოფნის შეზღუდვა

შესაძლოა, ტაქსებში 3-ზე მეტი პირის ყოფნაზე დაწესებული შეზღუდვა გაუქმდეს.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, საკითხს უწყებათაშორის საბჭოს სხდომებზე განიხილავენ. 

"ჩვენ დადგენილ შეზღუდვებს, რაც არის დარჩენილი მსხვილი შეზღუდვების მოხსნით შემდეგ, ყოველ საბჭოს სხდომაზე ვიხილავთ. არ გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხი გადაიხედოს და გამორიხული არაფერია, მას შემდეგ რაც ვნახავთ, რომ ცუდ ქცევას და არაკეთილსინდისიერ ქცევას არ აქვს ადგილი მძღოლების მხრიდან," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ეთერში.