როდის შემსუბუქდება შეზღუდვები - გახარიას განმარტება

შემსუბუქება, იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვაში პროგრესი იყოს მდგრადი, შესაძლებელია იყოს განხილული პირველი თებერვლიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, უფრო ადრე ეს ყველაფერი მაინც რისკის ქვეშ აყენებს არსებულ მიღწევებს.

"რეალური შემსუბუქება იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვაში შედარებითი პროგრესი იყოს მდგრადი, შესაძლებელია იყოს განხილული პირველი თებერვლიდან. უფრო ადრე ეს ყველაფერი მაინც რისკის ქვეშ აყენებს იმ ძალიან ფრთხილ მიღწევებს, რაც ჩვენ გვაქვს", - განაცხადა გახარიამ.