როდის გაიხსნება სახმელეთო საზღვრები - ნათია თურნავას განმარტება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სახმელეთო საზღვრების გახსნა ეპიდემიის მესამე ტალღის დასრულების შემდეგ მოხდება. 

თურნავას თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია უახლოეს რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი. 

"სახმელეთო საზღვრების გახსნა, ზოგადად, იგეგმება, მაგრამ ვადებში ეს მესამე ტალღის დასრულებას უნდა დაემთხვეს. ალბათ, უახლოესი რამდენიმე კვირის თემაა", - განაცხადა თურნავამ.