როგორია "სინოფარმის" ეფექტურობა - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ჩინური "სინოფარმის" ვაქცინის ეფექტურობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

"ჯანმოს მიერ გავრცელებული მონაცემებით "სინოფარმის" ეფექტურობა სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევებით მერყეობს 63.7%-დან 80.7%- მდე", - წერს კულუმბეგოვი.

შეგახსენებთ, 4 მაისიდან საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია იწყება. იმუნიზაციის ოფიციალურ პორტალზე დაყრდნობით, ქვეყნის მასშტაბით, ჩინური ვაქცინის მისაღებად, რეგისტრირებულია 15 325 ადამიანი.

"სინოფარმს" ჯერჯერობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაცია მიღებული არ აქვს.