როგორია ეპიდსიტუაცია ოკუპირებულ აფხაზეთში

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 246 ადამიანის ტესტირების შედეგად ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

ხუთ კოვიდცენტრში 90 პაციენტი მკურნალობს, მათგან 24-ის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 15 248 შემთხვევა დადასტურდა, 14 480 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 230 კი გარდაიცვალა.