როგორ ებრძვიან ოზურგეთში სიცხეს - PHOTO

ოზურგეთელმა გიორგი სირაძემ, ბოლო დღეებში განსაკუთრებით მომატებულ ტემპერატურასთან გამკლავება და მეზობელი ბავშვების გაგრილება გადაწყვიტა. 

ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ ბავშვები ქუჩაში წვანან და წყლის ჭავლით გრილდებიან, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილი იდეას იწონებს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ საავტომობილო გზაზე ასეთი ქცევა უსაფრთხო არ არის.