როგორ ესხმის თბილისში ყვავი თავს გამვლელებს - VIDEO

სოციალური ქსელის მომხმარებელი, „ფეისბუქზე“ კადრებს ავრცელებს, სადაც ასახულია, როგორ ესხმის თავს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ყვავი გამვლელებს.

ცნობისთვის, 2 ივნისს ყვავის თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებულები „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს. 

„5 ადამიანი შემოვიდა მიმღებ განყოფილებაში ყვავის თავდასხმის შედეგად. მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა, გაეწიათ სამედიცინო მომსახურება. მათ მსუბუქი დაზიანება ჰქონდათ და შესაბამისი დახმარების გაწევის შემდეგ კლინიკა დატოვეს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - ამბობენ კლინიკის პრესცენტრში.