როგორ უნდა მოიქცეთ თუ კოვიდი დაგიდასტურდათ - ექიმის რჩევები

გადავწყვიტე, ერთად შემეკრიბა ყველა ის რეკომენდაცია, რაც უნდა მიიღოთ პირველადი ჯანდაცვის რგოლისგან, პირველ ეტაპზე, მას შემდეგ, რაც დაგიდასტურდებათ კორონავირუსი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექიმი ანი ქავთარაძე წერს.

მედიკოსის რეკომენდაციებს უცვლელად გთავაზობთ:

პირველ რიგში, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. განწყობაზე ბევრია დამოკიდებული.

თუ კი იღებდით ექიმის დანიშნულებით რაიმე წამალს განაგრძეთ. არ შეწყვიტოთ.

იმოძრავეთ, არ დაწვეთ.(ისე, რომ არ გადაიღალოთ)

დაისვენეთ და როდესაც ისვენებთ, შეეცადეთ იწვეთ მუცელზე(მუცელზე წოლა გულ-მკერდის არეში ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, რაც დაგიცავთ მოსალოდნელი,

ფილტვისმიერი გართულებისგან).

აკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები- ბერეთ ბუშტები, ივარჯიშეთ სპეც. სპირომეტრით ან წყლიან ბოთლს გაუკეთეთ ნახვრეტი და მასში აბუყბუყეთ წყალი, საწრუპელის საშუალებით(ნებისმიერი ვარიანტი მისაღებია, იხ. მიბმული ფოტოები) .

სვით სითხე, მინ. 2 ლიტრ. დღეში, მასში დიდი წილი უნდა იყოს სუფთა წყალი.(პარალელურად, აკონტროლეთ შარდის ფერი- თუ კი იგი მუქი ფერისაა, სავარაუდოდ, თქვენს მიერ მიღებული სითხე საკმარისი არ არის)

ტემპერატურის >38 ან/და თავის, სახსრების, კუნთების ტკივილის შემთხვევაში მიიღეთ პარაცეტამოლი/იბუპროფენი(იგივე, ნუროფენი, მიგ400).

ხშირად გაანიავეთ ოთხი. თუ აივანი გაქვთ გადით.

თუ ვინმეს აქვს პულსოქსიმეტრი და გათხოვებთ, ძალიან კარგი იქნება, იკონტროლოთ სატურაცია(სისხლში ჟანგბადის გაჯერებულობა, არ უნდა ჩმოსცდეს 94%,თუ ასე მოხდა, დააკვირდით კლების ტენდენციას, ასევე სუნთქვის სიხშირეს)

არ მიიღოთ ანტიბიოტიკი(ვირუსს ანტიბიოტიკი არ კურნავს)

არ მოითხოვოთ კომპ. ტომოგრაფია!!!! (ესაჭიროებათ მძიმე, სუნთქვის უკმარისობიან პაციენტებს). გახსოვდეთ, 1 გულ-მკერდის კტ. განპირობებული დასხივება = 2 წლის ბუნებრივ დასხივების დოზას!

რაციონში მაქსიმალურად შეამცირეთ ტკბილეული.

არ დაარღვიოთ იზოლაციის წესები, შესაძლოა თქვენ გახდეთ, სხვა ადამიანების ინფიცირების წყარო!

თუ კი შეასრულებთ ყველა აქტივობას მონდომებით, ყველაფერი კარგად იქნება.

გახსოვდეთ, კოვიდ ინფიციფებულების 80%ს ჰოსპიტალიზაცია არ ესაჭიროება!

და ბოლოს, იმედია, არავის დაგჭირდებათ ეს რეკომენდაციები - აიცერით, მოუწოდეთ სხვებსაც აცრისკენ, ატარეთ პირბადე და დაიცავით დისტანცია.

გისურვებთ ჯანმრთელობას", - წერს ექიმი სოციალურ ქსელში.