"როგორ ვერ გიშველეთ მარიამ... განადგურებულები ვართ!"-თამარ ივერი

თამარ ივერი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. 

სოპრანო "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პატარა გოგონას გარდაცვალების შესახებ წერს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ თვეების განმავლობაში სიცოცხლისთვის იბრძოდა.

"როგორ ვერ გიშველეთ მარიამ... განადგურებულები ვართ! როგორი იმედი გვქონდა ღმერთო. დანა კბილს არ მიხსნის. პრემიერმა პრიორიტეტში აგიყვანა, მაგრამ.....ვეღარ გაუძლო შენმა პატარა გულმა. წაგიყვანეს დედიკომ და მამიკომ თავისთან, არავის ანდეს შენი თავი. ღმერთო, რამხელა სიმწარეა, ცუდად ვარ!", - წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში.