ექიმი, არჩილ მარშანია დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურისა და საქართველოში Covid-19-ის ამბოლატორიული მართვის სახელმწიფო პროტოკოლზე დაყრდნობით გვირჩევს, როგორ ვუმკურნალოთ კორონავირუსის სიმპტომებს სახლის პირობებში:
გაფრთხილება: პირველ რიგში, დაუკავშირდით ოჯახის ექიმს, დარეკეთ ცხელ ხაზზე ან 112-ზე და მიიღეთ ოფიციალური ინსტრუქცია. ინსტრუქციები შესაძლოა იცვლებოდეს.
მხოლოდ ნიშნებისა და სიმპტომების საფუძველზე COVID-19-ის დიფერენცირება საზოგადოებაში შეძენილი სასუნთქი გზების ინფექციებისგან შეუძლებელია. იმის გათვალისწინებით, რომ უკვე უკონტროლო გავრცელების ფაზაში ვართ, ვერც „რისკის შემცველი“ კონტაქტის არარსებობით გამოვრიცხავთ კოვიდ19-ის ინფექციას.
მსუბუქი შემთხვევა – კორონავირუსის ინფექციის მსუბუქ შემთხვევად ითვლება გაურთულებელი ზემო სასუნთქი გზების რესპირაციული ვირუსული ინფექცია. მსუბუქი დაავადების დროს პაციენტებს შესაძლოა, აღენიშნებოდეთ არასპეციფიკური სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, მოთენთილობა, ხველა (ნახველით ან მის
გარეშე), ანორექსია, სისუსტე, კუნთების ტკივილი, ყელის ტკივილი, ქოშინი, ცხვირის გაჭედვა ან თავის ტკივილი, ყნოსვისა და გემოს დაქვეითება. იშვიათად, სიმპტომები შესაძლოა წარმოდგენილი იყოს დიარეით, გულისრევით ან პირღებინებით.
ზოგადი რეკომენდაციები:
ოთახი გაანიავეთ ხშირად ფანჯრის გაღებით (არ გამოიყენოთ
ვენტილატორი, რადგანაც ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ინფექციის
გავრცელებას).