როგორი ამინდი იქნება საქართველოში - მომდევნო დღეების პროგნოზი

4 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +5, +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 

5 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება.

თბილისში 4 - 5 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 მარტს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. 

5 მარტს კი, ქვეყნის ტერიტორიის უმეტესი ნაწილის მსგავსად, დედაქალაქშიც შედარებით დათბება.