როგორი ამინდი გველოდება

23-26 სექტემბერს საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი ამინდებია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,აღმოსავლეთ საქართველოს ბარში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა 26 გრადუსამდე იქნება.

დასავლეთ საქართველოშიც უნალექო ამინდს ელიან, ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსამდე შენარჩუნდება.

რაც შეეხება დედაქალაქს, უმეტესად უნალექო ამინდებია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით 25, ხოლო ღამით 13 გრადუსი იქნება.