როგორი ამინდი იქნება 16 დეკემბერს

16 დეკემბერს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +18 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +14, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. მაღალმთაში მოთოვს.

თბილისში კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +14 გრადუსამდე გათბება.