როგორი ამინდი იქნება 26 სექტემბერს

ხუთშაბათს, 26 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ნაწილში სინოპტიკოსები ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. წვიმაა მოსალოდნელი თბილისში. ჰაერის ტემპერატურა დედაქალაქში +27 გრადუსამდე გათბება.

იწვიმებს ბათუმშიც, სადაც +23 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. ზუგდიდში +24 გრადუსი და ნალექი იქნება. წვიმას პროგნოზირებენ ქუთაისშიც. ჰაერის ტემპერატურა კი +25 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდი იქნება აღმოსავლეთ საქართველოშიც. თელავში +26 გრადუსი, ლაგოდეხში +28, სიღნაღში კი +26 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

იწვიმებს მაღალმთიან რეგიონებში. მესტიაში +16 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, ცაგერში +13, ბახმაროში კი ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე გათბება.

ახალციხეში სინოპტიკოსები ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა კი +24 გრადუსი იქნება. ბორჯომში +22 გრადუსია მოსალოდნელი.