როგორი ამინდი იქნება დღეს -18 დეკემბრის პროგნოზი

18 დეკემბერს, დღე უნალექოდ ჩაივლის. თბილისში ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსამდე გათბება.

ბათუმში +18 გრადუსი იქნება. +19 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი ზუგდიდში, ქუთაისში კი +18.

თელავში, ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსია ნავარაუდევი. +14 გრადუსია მოსალოდნელი ლაგოდეხში. +12 გრადუსი იქნება სიღნაღშიც.

მესტიაში, ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. +13 გრადუსია ნავარაუდევი ცაგერში. ბახმაროში კი +4 გრადუსი იქნება.