როგორი ამინდი იქნება დღეს - 5 მაისის პროგნოზი

5 მაისს საქართველოში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი.

თბილისში ღამით +13 გრადუსი იქნება, დღისით კი +16 გრადუსი. მოსალოდნელია წვიმა.

ბათუმში იწვიმებს, ღამით +16, დღისით კი +19 გრადუსი იქნება. წვიმაა ზუგდიდში, სადაც ღამით +13, დღისით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი. ქუთაისში კი ღამით +16, დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი.

თელავში, ღამით +13 გრადუსია მოსალოდნელი, დღისით კი +26 გრადუსი და წვიმა იქნება. +15 გრადუსი და წვიმა იქნება ღამით ლაგოდეხში, დღისით კი +28. სიღნაღში ღამით +13, დღისით კი +26 გრადუსი და წვიმა იქნება.

მესტიაში ტემპერატურა ღამით +5 გრადუსამდე დაეცემა, დღისით +17 გრადუსი სითბო იქნება. ცაგერში ღამით +11გრადუსი, დღისით კი +21 გრადუსი და წვიმაა ნავარაუდევი. +4 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბახმაროში, დღისით კი +16 გრადუსი იქნება.