როგორი ამინდი იქნება მომდევნო კვირის განმავლობაში საქართველოში

საქართველოს მასშტაბით უახლოესი დღეების განმავლობაში მზიანი ამინდი შენარჩუნდება. მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში კვირის დასაწყისი უნალექოდ ჩაივლი. ტემპერატურა +32, +34 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს. ცალკეულ ქალაქებში კვირის დასასრულს მოსალოდნელია წვიმიანი დღეებიც. კახეთის უმეტეს ნაწილსა და ქართლში 1-3 სექტემბერს იწვიმებს. 

დასავლეთ საქართველოში ნაწილობრივ ნალექიანი კვირაა მოსალოდნელი. ტემპერატურა +30, +32 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა მომავალი კვირის თითქმის ყველა ღამით, ხოლო დღის განმავლობაში მეტწილად დარი შენარჩუნდება.