როგორი ამინდი იქნება საქართველოში 6 თებერვალს

6 თებერვალს სინოპტიკოსები თითქმის მთელ საქართველოში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

 თბილისში ჰაერის ტემპერატურა  +17 გრადუსამდე დათბება.

მზიანი ამინდია ნავარაუდევი ქვეყნის დასავლეთითაც, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში +18 დან +21-მდე გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

თელავში ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება. +12 გრადუსია მოსალოდნელი ლაგოდეხში, სიღნაღში კი +13.

მესტიაში მოთოვს და +3გრადუსი იქნება. ცაგერში +11 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი. ითოვებს ბახმაროშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა 1 გრადუსია ნავარაუდევი.