როგორი ამინდი იქნება ზაფხულის უკანასკნელ დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-30 აგვისტოს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ, შესაძლებელია, 39, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 38 გრადუსს გადააჭარბოს.

"29-30 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი შექმნის ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს" - აცხადებს სააგენტო.