როგორი ამინდია დღეს მოსალოდნელი

დღეს, 20 სექტემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. მათ შორის არის დედაქალაქი, სადაც დღის მეორე ნახევარში სინოპტიკოსები ნალექს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა თბილისში +27 გრადუსამდე გათბება.

უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დღე დასავლეთ საქართველოშიც. ბათუმსა და ზუგდიდში 27 გრადუსი სითბო იქნება. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. +30 გრადუსამდე გათბება ჰაერი ქუთაისში. ნალექს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები აღმოსავლეთ საქართველოშიც. თელავში ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, დღის მეორე ნახევარში კი წვიმაა მოსალოდნელი. უნალექოდ ჩაივლის დღე ლაგოდეხში, სადაც + 29 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. სიღნაღში ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსამდე გათბება.

იწვიმებს მაღალმთიან რეგიონებშიც. მესტიაში ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსამდე გათბება. იწვიმებს ცაგერში, სადაც +27 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. ბახმაროში კი სინოპტიკოსები + 19 გრადუს სითბოს ვარაუდობენ.