როგორი ამინდია მოსალოდნელი - 24 ივნისის პროგნოზი

24 ივნისს საქართველოს უმეტეს ნაწილში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

თბილისში ღამით ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, დღისით კი +36 გრადუსი და წვიმაა ნავარაუდევი.

ბათუმში ღამით +23, დღისით კი + 27 გრადუსი იქნება, დღის მეორე ნახევარში იწვიმებს.

ზუგდიდში ღამით +21, დღისით კი +30 გრადუსია მოსალოდნელი, დღის მეორე ნახევარში, შესაძლებელია, ხანმოკლე წვიმა. 

ქუთაისში კი ღამით +25, დღისით +32 გრადუსი და ხამოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

იწვიმებს თელავში. აქ ღამით +19 გრადუსია მოსალოდნელი, დღისით კი +36 გრადუსი დაფიქსირდება.

ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება ლაგოდეხში. სინოპტიკოსები ღამით + 20, ხოლო დღისით +37 გრადუსს და წვიმას ვარაუდობენ.

სიღნაღში ღამით +16, დღისით კი +35 გრადუსი იქნება. დღის მეორე ნახევარში იწვიმებს. 

მესტიაში ტემპერატურა ღამით +12 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით +24 გრადუსი სითბო და ხანმოკლე წვიმა.

ცაგერში ღამით +19 გრადუსი, დღისით კი +32 გრადუსი და ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი.

+15 გრადუსია მოსალოდნელი ღამით ბახმაროში, დღისით კი +23 გრადუსი და წვიმა იქნება.