როგორი ამინდია მოსალოდნელი - პროგნოზი 21 აგვისტომდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 აგვისტომდე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 19 აგვისტოდან +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს. 

თბილისში 19-20 აგვისტოს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა კი +30, +32 გრადუსამდე მოიმატებს.