როგორი ამინდია მოსალოდნელი უქმეებზე

უქმეებზე საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 

აღმოჩსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +20, +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

თბილისში 25 ოქტომბრამდე თბილი (20, +22 გრადუსი) და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 

მზაინ ამინდს პროგნოზირებენ დასავლეთ საქართველოშიც, აქ ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსამდე გათბება. 

25 ოქტომბრიდან კი საქართველოს მთელი ტერიტორიაზე ნალექი და ტემპერატურის კლებაა ნავარაუდევი.