როგორი ამინდი იქნება 27 ოქტომბრამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-26 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.

სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოში +21, +26 გრადუსი იქნება.

თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.