როგორი იქნება თბილისის ახალი მიკროავტობუსები?!

თბილისში ყვითელ მიკროავტობუსების ჩასანაცვლებლად, ახალი "ფორდის" მარკის მიკროავტობუსები უკვე ჩამოყვანილია. ინფორმაციას თბილისის მერიის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, დედაქალაქში უკვე რამდენიმე ერთეული ავტომობილია ჩამოყვანილი.

ამ დროისთვის უცნობია, როდის გამოჩნდება ქალაქის ქუჩებში ახალი მიკროავტობუსები.

როგორც Report.ge-ს თბილისის მერიის პრესსამსახურსი განუცხადეს, დეტალურ ინფორმაციას მოქალაქეებს, რამდენიმე დღეში, თბილისის მერი კახა კალაძე თავად გააცნობს.