როგორია 15 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი 15 წლის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა  კვლავ კრიტიკულია - ამის შესახებ report.ge-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა.

" 15 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული რჩება, არასრულწლოვანი გოგო კვლავ მართვით სუნთქვაზე განაგრძობს მკურნალობას",- განუცხადა report.ge-ს  ლალი ტურძელაძემ.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1,872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 30 303-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 603 პაციენტი და საერთო რაოდენობა 11 370-ს შეადგენს. გარდაიცვალა 14 ადამიანი და გარდაცვლილთა რაოდენობა 215 ადამიანს შეადგენს.